воскресенье, 13 июля 2014 г.

ეს ფილმები ყველა მასწავლებელმა უნდა ნახოს

მადლობა უფალს,რომ ჩვენ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ გვყავს ასეთი ძნელადაღსაზრდელი მოსწავლეები,თორემ ვაი ჩვენი ბრალი.უყურეთ ფილმებს ამ მისამართებზე,ძალიან საინტერესოა: თავისუფლების მწერლები http://gidonlinekino.com/2012/02/pisateli-svobody/ რონი კლარკის ტრიუფი http://onlainfilm.ucoz.ua/load/triumf_istorija_rona_klarka_smotret_onlajn/7-1-0-12822

вторник, 8 июля 2014 г.

დღე -9

    ამ დღემ ნაყოფიერად და ძალზე ემოციურად ჩაიარა.თუმცა ნათიას ტრენინგები ემოციის გარეშე არც იწყება და არც მთავრდება.მე მაკვირვებს ამ ადამიანის ენერგია და უზომო შრომისმოყვარეობა.ყველა პედაგოგისთვის მისაბაძია ეს.მადლობა ნათია,რომ ცოდნასთან ერთად ამ დიდ სიყვარულს გვიზიარებ.
   დღეს მე ვიმუშავე ჩემი საქაღალდის ბლოგზე დადებაზე.შესწორებებისა და ჩამატებების გაკეთება ბლოგის საქაღალდეში.ვისწავლე,თუ როგორ უნდა დავდო ბლოგზე მომავალში გაკეთებული პროექტები,თუ სხვა ნამუშევრები.
   ჯგუფის წევრებმა პრეზენტაციაზე  ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენ მიერ ტრენინგზე გაკეთებული ფასილიტაციის დოკუმენტი.გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები.
   ტრენინგის ბოლოს ნათიამ შეაჯამა ტრენინგის შედეგები და საზეიმო ვითარებაში გადმოგვცა სერთიფიკატები.
   კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ნათიას ასეთი ნაყოფიერი და საინტერესო ტრენინგისთვის.