გაკვეთილის გეგმები

სწავლების საფეხური
საბაზო
გაკვეთილის თემა
წირის სიგრძე, წრეწირის სიგრძე, წრის ფართობ

კლასი
IX კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
25
მიზანი
მოსწავლემ იცოდეს: წრეწირის სიგრძის, წრის         
ფართობის, სექტორის     
ფართობის გამოსათვლელი
ფორმულები. გაიწაფოს მათ გამოყენებაში.
გაკვეთილის შედეგები და ინდიკატორები
მოსწავლემ გაკვეთილის შესწავლის შედეგად უნდა გაითავისოს წრის სექტორის ფართობის, წრეწირის სიგრძის რკალის სიგრძის გამოსათვლელი ფორმულები.გაიწაფოს მათ გამოყენებაში (IX-10)
გაკვეთილის მსვლელობა
A ფაზა / გამოწვევა
აქტივობა 1.
მოტივაციის შექმნა  კლასში შევიტან სხვადასხვა ზომის ჭიქებს.
აქტივობა 2. (3 წთ).
კითხვები აუცილებელი წინა ცოდნის    
შემოწმებისათვის:
·         რას ეწოდება წრეწირი? წრე
·         რას ეწოდება წრეწირის   
რადიუსი, დიამეტრი, ქორდა?
·         რა ჰქვია წრის ინაწილებს, რომლებიც  
ქორდის გავლებით მიიღება?
B ფაზა/შინაარსის რეალიზება
აქტივობა 3: (12  წთ)
კლასს დავყოფ 4 ჯგუფად შემთხვევითობის პრინციპით. ყველა ჯგუფს დავურიგებ   სხვადასხვა ზომის ჭიქებს და ვრთავ  პროექტორს, სადაც სლაიდებზე  მოცემულია შემდეგი დავალებები:
·         (სლაიდი II) სხვადასხვა  ჯგუფში დავურიგებ სხვადასხვა ზომის ჭიქას და დავავალებ ჭიქის ფსკერს გარედან შემოავლონ ძაფიდა გაზომონ, შემდეგ გაზომონ ჭიქის დიამეტრიდა პირველი შედეგი შეაფარდინ მეორეს . ჩაინიშნონ,რაც მიიღეს .
·         ( სლაიდი III) უნდა დახაზონ მრუდი წირი პროგრამა Geogebra-ში, შიგ ჩახაზონ ტეხილი და იპოვონ მისი სიგრძე. გაზარდონ ტეხილის მონაკვეთების რაოდენობა და დააკვირდნენ ტეხილის მდგენების  წრეწირთან მიახლოებას.
აქტივობა 4:  (11 წთ)
ნამუშევრების პრეზენტაცია და კითხვები დასკვნებისათვის:
·         რა შენიშნეთ, როცა ტეხილის გვერდების რაოდენობას ზრდიდით?
·         შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ,რომ ტეხილის სიგრძე  წრეწირის სიგრძეს მიუახლოვდება?
·         რა დასკვნა გამოიტანეთ, წრეწირის სიგრძე, რომ გაყავით მის დიამეტრზე?
აქტივობა 5. (6წთ)
ვაჩვენებ სლაიდს, სადაც წრეწირის სიგრძის და წრის ფართობის ფორმულებია და
მოსწავლეებს გამოვაყვანინებ წრეწირში ჩახაზული წესიერი მრავალკუთხედის ფართობის ფორმულას კითხვებით:
          1)როგორ მრავალკუთხედს ეწოდება
          წრეწირში ჩახაზული?
2 ) თუ წესიერ მრავალკუთხედს  დავყოფთ  n-ტოლ სამკუთხედად ,მაშინ რისი ტოლი იქნება მრავალკუთხედის ფართობი?
        3 )n-ის ზრდასთან ერთად საით                                          მიისწრაფვის მრავალკუთხედის ფართობი?

აქტივობა 6.  (5 წთ)
n0-რკალის სიგრძის გამოსათვლელი ფორმულის და წრიული სექტორის ფართობის გამოსათვლელი ფორმულის გამოსაყვანად კლასს დავუსვამ კითხვებს:
1) რამდენი გრადუსისაგან შედგება მთლიანი წრეწირი?
2) თუ მთლიანი წრეწირის სიგრძე არის 2πr,მაშინ 10-რკალის სიგრძე როგორ გამოითვლება?,n0-რკალის ?
3) ასევე როგორ გამოითვლება წრიული სექტორის ფართობი იგივე პრინციპის გამოყენებით?

C /ფაზა /ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა7.   (8წთ).
სახელმძღვანელოდან ტესტები და სავარჯიშოები წრეწირის სიგრძის და წრის ფართობის პოვნაზე   
აქტივობა 8.
საშინაო დავალების მიცემა: პროგრამა Geogebra-ში ააგონ წრეწირი იპოვონ რადიუსი და მისი დახმარებით კი წრეწირის სიგრძე და ფართობი. ნამუშევარი გამომიგზავნონ ელ.ფოსტაზე.
შეფასება: შეფასება მოხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების და კომპინენტების მიხედვით.